მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე 4 მაისს „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრება

გამყრელიძე ამირან
1620058648
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 4 მაისს 09:30 საათზე „სინოფარმით“ თბილისის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინაციას ჩაიტარებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება ოთხი მაისიდან.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმი“ ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის და უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანმოს კვლევებით დადგინდა, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა 78-91%-ია

✅ზაზა წერეთელი: შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით?

✅თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან