მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ინფიცირების 1400 შემთხვევა სწორედ ანტიგენის ტესტით დადასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1607070076
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 3 დეკემბერს დაწყებული გაფართოებული ტესტირებიდან კოვიდინფიცირების 1400 შემთხვევა სწორედ ანტიგენის ტესტით დადასტურდა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ განმარტა, ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც სიმპტომები აქვს.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ანტიგენის ტესტები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.

ამასთან, მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს ოჯახის ექიმთან.

გაბუნია განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ზარი ოჯახის ექიმთან და არა 112-ში.

„გუშინ იყო პირველი დღეს, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ინტენსიური ტესტირება ანტიგენტესტებით. 1400 შემთხვევა დადასტურდა სწორედ ანტიგენით. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც სიმპტომები აქვს. ტესტი საკმაოდ მაღალი ხარისხის არის.

ამ შემთხვევაში პირველი კონტაქტი არის რა თქმა უნდა ოჯახის ექიმი და მისი რჩევით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ეს შეიძლება იყოს პირველადი ჯანდაცვის და საოჯახო მედიცინის ცენტრი. იზრდება რაოდენობა პოლიკლინიკების, ვინც ჩართულია პროგრამაში და გასწევენ ამ ტიპის სერვისს.

ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა იმისთვის, რომ პაციენტმა უზრუნველყოს თვითიზოლაცია და არ გახდეს ინფიცირების წყარო. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი, ისევე როგორც სხვა შემთხვევაში. სწრაფად იგებს დღეს პასუხს პაციენტი და ხშირ შემთხვევაში იქვე უჩნდება შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს. გუშინ ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა 112-ში. ამ შემთხვევაში 112-ში დარეკვა არ არის საჭირო.

მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია, ოჯახის ექიმს პაციენტმა თვითონ შეუძლია დაურეკოს და ასევე დაელოდოს ოჯახის ექიმისგან ზარს დღის განმავლობაში, აუცილებლად დაუკავშირდებიან იმისთვის, რომ მისცენ შესაფერისი მითითება.

112-ს ვურეკავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა არის მძიმე, გართულებული და პაციენტი თუ თვლის, რომ სჭირდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. სხვა მხრივ კლინიკებში მობილიზაციაა, პაციენტები მკურნალობას აგრძელებენ, მძიმე და კრიტიკული პაციენტებიც რჩებიან. 1000-ზე მეტია ინტენსიური თერაპიის პროცესი“, - განაცხადა თამარ გაბუნიან.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე, 4 დეკემბრის ჩათვლით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიბ 150 ათასს აღემატება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რამდენი კოვიდ-პაციენტია მძიმე მდგომარეობაში ?

👉 კოვიდგავრცელების არეალი საქართველოში