მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1605795132
COVID-19

„ჩვენ ვაქცინას მივიღებთ ვაქცინების გლობალური ალიანსის მხრიდან. ოპტიმისტური პროგნოზით, ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე, მარტიდან-მაისის პერიოდში. „კოვაქსი“, რომელიც დაწინაურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში, არის სწორედ გლობალური ალიანსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი განმარტებით, აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველომ წინასწარი გადასახადი უკვე გადაიხადა. როგორც მან საქართველოს პირველ არხთან საუბარში განმარტა, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს, მოსახლეობის 20%-ის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია, რისთვისაც თანხა უკვე მობილიზებულია.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის დახმარებით ვაქცინის დანერგვის პროცესის გამართვაზე, ანუ ეტაპები, რაც ქვეყანამ უნდა გაიაროს არის ასეთი – პირველი, შეფასების ეტაპი, რამდენად მზად არის ქვეყანა ვაქცინის დასანერგად, აქ საუბარია ლოჯისტიკის პროცესებზე, რადგან ვაქცინას დასჭირდება ცივი ჯაჭვის ორგანიზება და ეს უფრო რთულია, ვიდრე სხვა ვაქცინების შემთხვევებში. ანუ ტემპერატურა, რომელსაც „კოვაქსის“ ვაქცინა მოითხოვს, არის უფრო დაბალი.

რა თქმა უნდა, საჭირო იქნება პერსონალის ტრენინგიც. ამ ყველაფერზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ როგორიც კი იქნება ვაქცინა, ქვეყანა დახვდება მზად და დაიწყება შესაბამის ჯგუფებში ვაქცინაცია“, –აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

👉 ინფორმაციისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

👉 წარმატებული აღმოჩნდა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის კვლევაც, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ 94,5%-იანი ეფექტი აჩევენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉Pfizer, Moderna, Astrazeneca - რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო

👉რუსული მედია: ჩვენი ვაქცინა უცხოურზე უკეთესია