მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 1 249, აჭარა 516 - კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

უცხოური მედია - ევროპაში არ არსებობს ისეთი ღვინოები და ყურძნის სახეობები, რომლებსაც საქართველოში შეხვდებით
1605510042
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 157 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

✔️თბილისი 1 249

✔️აჭარა 516

✔️ქვემო ქართლი 178

✔️იმერეთი 477

✔️შიდა ქართლი 181

✔️გურია 82

✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 212

✔️კახეთი 70

✔️მცხეთა 121

✔️სამცხე-ჯავახეთი 60

✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 11

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 652, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135, იმერეთში - 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 - თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში - 17 779, იმერეთში - 5 230“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს - 16 ნოემბრის სტატისტიკა