მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ექიმის ზოგადი ფოტო
1586157058
COVID-19

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა მარეხი ბექაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულები დაბალი მედპერსონლის თანამშრომლები არიან და ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.

"გუშინ მოვიდა ორ თანამშრომელზე კორონავირუსზე დადებითი პასუხი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები და სანამ არ განისაზღვრა ტემპერატურა ყველა მედპერსონალთან, მანამდე კლინიკაში მიღება შეწყდა",- აღნიშნა მარეხი ბექაიამ.

როგორც მან განაცხადა, ინფიცირებული მედპერსონალის ყველა კონტაქტი, მათ შორის პაციენტები, იდენტიფიცირებულია და ისინი კარანტინში იმყოფებიან.

ცნობისთვის, კორნავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს აქვთ დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი.