მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსის 1033 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1604906412
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული ინფიცირების 2 927 შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

  • თბილისი-1 033
  • აჭარა- 411
  • იმერეთი - 782
  • ქვემო ქართლი - 130
  • შიდა ქართლი - 74
  • გურია - 53
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150
  • კახეთი - 133
  • მცხეთა-მთიანეთი - 79
  • სამცხე-ჯავახეთი - 59
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 23

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 24 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.

ჯამში გარდაცვლილია 499 ადამიანი.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევაა, რომელთა შორის 4 780 მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 356, აჭარაში - 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში - 320, აჭარაში - 111.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 - აჭარაში, ხოლო 950 - თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში - 5 637 პირი, აჭარაში - 16 360, იმერეთში - 4 403.

👉ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 50 მილიონს გადააჭარბა

👉2927 ინფიცირება, 2470 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

👉კორონავირუსის სტატისტიკა - განახლებადი ინფორმაცია