მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ენდელაძე მარინაა
1602832033
COVID-19

დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:

  • აჭარა - 342
  • თბილისი - 277
  • იმერეთი - 198
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22
  • გურია - 11
  • შიდა ქართლი - 12
  • ქვემო ქართლი - 3
  • მცხეთა - 10
  • კახეთი - 7
  • სამცხე-ჯავახეთი - 3
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.