მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1602831152
COVID-19

დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია 15327, აქედან 7613 პაციენტი განიკურნა, 124 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და მასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მოხსნა-დაწესებაზე ისაუბრა, რომელთა ნაწილიც დღეიდან ამოქმედედება.

👉 რესტორნები და გასართობი ცენტრები დღეიდან 22-საათამდე იმუშავებენ

👉 კორონავირუსით დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა

👉 კორონავირუსის 16 ოქტომბრის სტატისტიკა