მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია

ჯანდაცვის მინისტრის ფოტო
1609218549
COVID-19

„გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს - გიორგი ფხაკაძე

✔️ COVID 19-ის ახალი შტამით ინფიცირების შესახებ საქართველოში 4 შემთხვევას იკვლევენ