მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-ის ახალი შტამით ინფიცირების შესახებ საქართველოში 4 შემთხვევას იკვლევენ

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1609145431
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების შესახებ კვლევა მიმდინარეობს.  

„მიმდინარეობს გენომის შტამის კვლევა ერთ შემთხვევაზე, სადაც მეტი საფუძველია, რომელზეც ამ კვირის ბოლოს გვექნება პასუხი. აგრეთვე მიმდინარეობს დამატებით 3 შემთხვევის კვლევა, სადაც ეჭვები არსებობს ამ მიმართულებით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების შესახებ ეჭვი 7-8 შემთხვევაზე არსებობს.

„7 თუ 8 შემთხვევაზე გვქონდა ეჭვი, თუმცა რეინფიცირების დადასტურებისთვის საჭიროა, რომ შენახული იყოს პირველი ინფიცირების ნიმუშიც. სამწუხაროდ, ყველა დადებითი შემთხვევის ნიმუში არ არის შენახული. თუ იქნა მოპოვებული ორივე ნიმუში, რამდენიმე შემთხვევაზე რეინფიცირებასთან დაკავშირებით კვლევა იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 206 313 და გარდაცვლილია 2 418 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სიტუაცია მშვიდდება, ყველა მაჩვენებელი ქვემოთ მიდის“- ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

👉 პაატა იმნაძე: გადავარჩევთ იმ შემთხვევებს, რომლებიც შესაძლოა იყოს კოვიდის ახალი შტამი

👉 ტაქსის მძღოლები, რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლები, ბაზრის თანამშრომლები - ტესტირება ფართოვდება