მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტა – „Covid-19-ზე ჩინური დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა
1586921602
COVID-19

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, განკარგულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (ჯანმო) ამერიკის შენატანების შეჩერების შესახებ იმის გამო გასცა, რომ მისი აზრით, ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას.

„რეალობა ისაა, რომ ჯანმო სათანადოდ ვერ ღებულობდა, ვერ ამოწმებდა და ვერ ავრცელებდა ინფორმაციას დროულად და გამჭვირვალედ, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე. – მსოფლიოს იმედოვნებს, რომ ჯანმო ქვეყნებთან თანამშრომლობს იმისთვის, რომ ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დროულად გავრცელდეს, ხოლო თუ თანამშრომლობა არ არის, დამოუკიდებლად ამცნოს მსოფლიოს მომხდარის შესახებ. ჯანმომ ვერ შეასრულა მისი ეს მთავარი ვალდებულება და პასუხი უნდა აგოს. ამდენი ათწლეულის შემდეგ ეს დროც დადგა“.

პრეზიდენტის თქმით, გაეროს სააგენტო ჩინურ დეზინფორმაციას ავრცელებდა, რამაც პანდემიას ფართო მასშტაბები შესძინა.

აშშ ჯანმოს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. მხოლოდ 2019 წელს მისმა შენატანმა $400 მლნ შეადგინა, რაც გაეროს ამ სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტის 15%–ა.