მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ორივე დოზით აცრა სულ უფრო ფუჭ ოცნებად რჩება“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

1632992303
COVID-19

„წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ორივე დოზით აცრა სულ უფრო ფუჭ ოცნებად რჩება. მომდევნო ტალღაზე ვირუსი კვლავ იპოვის დაუცველ ადამიანებს, რადგან მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სექტემბერში მინიმუმ მილიონი აცრა უნდა ჩატარებულიყო.

„შევაჯამოთ სექტემბერი, 1538 ადამიანი დავკარგეთ. სიკვდილიანობა 2.43%. (ეპიდემიის დაწყებიდან 1.46%).

აქტიურ შემთხვევებთან შეფარდებით გაგვეზარდა ჰოსპიტალიზაციაც, მძიმე პაციენტებიც, აპარატზე მიერთებულებიც, არასაკმარისად ვაქცინირებულ ქვეყანაში უკონტროლოდ მიშვებულმა ვირუსმა სულ უფრო მეტი სუსტი ადამიანი იპოვა.

მილიონ მოსახლეზე გადათვლით, მსოფლიოში მე-14 ადგილზე ვართ ჯამური სიკვდილიანობით და სულ უფრო მაღლა ავდივართ (იტალიაც ჩამოვიტოვეთ).

ბოლო 7 დღის სიკვდილიანობით (მილიონ მოსახლეზე გადათვლით) მსოფლიოში მე-8 ადგილზე ვართ, „ჯუჯა სახელმწიფოებს“ თუ გამოვაკლებთ (როგორც ტელევიზორიდან გვიმტკიცებდნენ ხოლმე „ეპიდემიასთან წარმატებულ ბრძოლაზე“), მე-4-ზე.

17 აგვისტოს დავწერე, რომ წლის ბოლომდე 4500 ადამიანს დავკარგავთ, მეთქი. უკვე დავკარგეთ 2510.
სექტემბერში ჩატარდა 601556 აცრა (არა ადამიანი, არამედ აცრა!). უნდა ჩატარებულიყო მინიმუმ მილიონი. სავარაუდოდ, ოქტომბერში კიდევ უფრო ნაკლები ჩატარდება.

წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ორივე დოზით აცრა სულ უფრო ფუჭ ოცნებად რჩება. მომდევნო ტალღაზე ვირუსი კვლავ იპოვის დაუცველ ადამიანებს, რადგან მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

შარშან 30 სექტემბერს 326 ახალი შემთხვევა გვქონდა, წელს - 1743. იმედია, შარშანდელი ნოემბერ-იანვარი გვახსოვს. ჯანმრთელობას გისურვებთ და თავს გაუფრთხილდით. აიცერით! ყველგან პირბადე ატარეთ!“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სიმშვიდემდე შორს ვართ, ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს“ - ამირან გამყრელიძე

⭕ „უახლოეს დღეებში საქართველო 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს“ - ივანე ჩხაიძე

⭕ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ - CDC დირექტორი