მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიმშვიდემდე შორს ვართ, ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს“ - ამირან გამყრელიძე

ncdc-ის დირექტორი
1632987021
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარების დამშვიდებამდე შორია, რადგან პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია.

მისი თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე უნდა ავიდეს, ხოლო დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობა 20-25 ათასი უნდა გახდეს, რომ ქვეყნისთვის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იყოს.

„სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ. ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი ვიძლევით, დაცული უნდა იქნეს. განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს. დგას კრიტიკული ზღვრის ქვემოთ, 50% და ახლა გვაქვს 43%. ანუ ეს არის ცუდი. ვიმეორებ, თუ ჩვენ ამას ავწევთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს.

თუ დღიურ აცრას ავიყვანთ 20-25 ათასამდე მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და მეხუთე ტალღას, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, უფრო მსუბუქად გადავიტანთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „უახლოეს დღეებში საქართველო 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს“ - ივანე ჩხაიძე

⭕ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

⭕ „უნგრეთში, სერბეთში და ბულგარეთში, არც რესტორანში, არც სასტუმროში, არავის მოუთხოვია აცრის თუ გამოჯანმრთელების საბუთი“ - იაგო ფრანგიშვილი