მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ მარტივი წესების დაცვას, ზაფხული უსაფრთხო იქნება“ - ივანე ჩხაიძე

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ მარტივი წესების დაცვას, ზაფხული უსაფრთხო იქნება“
1622836284
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუ ერთკვირიან ჭრილში განვიხილავთ, ეს მდგრადი შემცირებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა.

მნიშვნელოვანია, რომ ერთკვირიან ჭრილში გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. მაისის დასაწყისში საშუალოდ 26 შემთხვევა იყო კვირაში, ახლა კი 21 შემთხვევაა. ამ 2 მონაცემიდან და ასევე აქტიური შემთხვევების მონაცემიდან გამომდინარე, რომელიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 16 000-დან 11 000-მდე ჩამოვიდა.

სამივე მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების შემცირება, ლეტალური შემთხვევების შემცირება და ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი.

რაც შეეხება პროგნოზებს, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ვაქცინაციის დღიურ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, ვფიქრობ ეს ზაფხული 2020 წელზე უფრო უსაფრთხო იქნება“, - აცხადებს ჩხაიძე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,59%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 2,9%-ია.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება“

👉 ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება

👉 „ეს არის გამოძახილი იმ პიკისა რაც იყო მაისის დასაწყისში“