მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1622829814
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანაში იქნება ვირუსის ერთეული შემთხვევები.

„წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება. იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ, სადღაც თებერვალ-მარტში.

გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100 %-იანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.

ეკონომიკის არნახული, 44 % -იანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,59%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 2,9%-ია.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ

👉 ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება

👉 COVID 19-ის ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები ?