მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ გვინდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ეს საშუალება უნდა გამოვიყენოთ“ - პრეზიდენტი ვაქცინაციაზე

პრეზიდენტი კოვიდვაქცინაციაზე
1616059139
COVID-19

„თუ გვინდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ეს საშუალება უნდა გამოვიყენოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოვიდვაქცინაციის საჯაროდ ჩატარების შემდეგ მედიას განუცხადა. 

„დღეს ურიგოდ ჩავიტარე აცრა. არ ვარ ადამიანების იმ ჯგუფში, რომლებსაც ვაქცინა ეკუთვნით. ჯერ ეკუთვნით ექიმებს, მედდებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან მძიმე დღეები გამოიარეს.

თუ გვინდა ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას მოყვა, აუცილებელია ეს საშუალება რაც მოგვეცა, გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და კიდევ სხვასაც“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 15 მარტს საქართველოში კოვიდვაქცინაცია დაიწყო. 13 მარტს ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ასტრაზენეკას 43200 დოზა ვაქცინა მიიღო. ვაქცინაციის ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პრეზიდენტმა კორონავირუსზე ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

🔴 პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა