მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

პაატა იმნაძემ კოვიდზე ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
1615784992
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. 

„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეა ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ, რომ დღეს იწყება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

აქედან გამომდინარე აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას“, - განაცხადა იმნაძემ.