მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაცია, ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციურის დირექტორი 2020
1625256878
COVID-19

„ვაქცინაცია, ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„ვაქცინაცია, ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში და აქ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დაგვიანებას. მე არ ვარ არც საკოორდინაციო და არც ვაქცინაციის საბჭოს წევრი და დეტალური მიზეზები არ ვიცი, ვუსმენდი და ვიზიარებ ბატონი პაატას მოსაზრებას, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური რესურსი და ის გავლენები მსოფლიოს რუკაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, და ბუნებრივია, რომ ჩვენზე წინ დადგნენ.

ვაქცინაციას ერთმანეთს ასწრებდა ყველა, ჩვენზე წინ დადგნენ ის ქვეყნები, პირველ რიგში, ვინც თავად აწარმოებდა ვაქცინას. როგორ შეიძლება ჩვენ აშშ-ს, ინგლისს ან სხვა ქვეყნებს შევედაროთ, რომლებიც თავად აწარმოებდნენ ვაქცინას. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ გადაგვეხადა ორჯერ მეტი და საქართველოს ვაქცინა მიეღო სხვაზე ადრე“-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „ივლისში ერთდროულად 4 ვაქცინა გვექნება“

👉 „მილიონი დოზა ვაქცინა იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“