მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია იწყება

სინოვაკი
1621832059
COVID-19

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით „სინოვაკით“ აცრის პროცესი იწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, „სინოვაკი“ 25 ქვეყანაშია ავტორიზებული და ათეულობით მილიონი ადამიანი არის აცრილი.

მისივე თქმით, „სინოვაკს“ გადაუდებელი გამოყენებისთვის აქვს დაშვება, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი გამოყენება მოხდეს ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე.

ამასთან, მისივე თქმით, „სინოვაკს“ არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა გავლილი აქვს შუალედური შეფასება.

„ქვეყანაში „სინოვაკის“ 100 ათასი დოზაა. „სინოვაკი“ ავტორიზებულია ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ. მინისტრის 327-ე ბრძანება არსებობს, რომელიც დიდი ხანია მოქმედებს, რაც განსაზღვრავს გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე მედიკამენტის ბაზარზე დაშვებას, ისე როგორც ეს ხდება სხვა ვაქცინებთან მიმართებით. მარეგულირებელს ეს გაცემული აქვს დოკუმენტური განხილვის საფუძველზე როგორც ჩინეთში, 25 ქვეყანაშია „სინოვაკი“ რეგისტრირებული გადაუდებელი გამოყენებისთვის, რიგ შემთხვევაში აქვს სრული რეგისტრაცია“, - აღინიშნა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „სინოვაკი“ ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი“ - თამარ გაბუნია

👉 „სინოვაკის“ ვაქცინაზე 5 370 პირია დარეგისტრირებული

👉 „სინოვაკს“ ხანდაზმულ ასაკში საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს“ - პაატა იმნაძე