მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის გეგმა გაწერილია - ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1615457967
COVID-19

„AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა ჯერ სამედიცინო პერსონალს, შემდეგ კი რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს მოხმარდებათ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრმა განმარტა, რომ გაწერილია კონკრეტული გრაფიკი, რომელიც კოვიდის ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა. თავდაპირველად, ვაქცინის გადანაწილება მოხდება დიდ ქალაქებში.

„ამ ქალაქების სია უკვე დადგენილია. ჩვენ, ასევე, გვაქვს განსაზღვრული ყველა დაწესებულება, ამ დაწესებულებებში ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია ყველა უსაფრთხოების ზომა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო გართულება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ვაქცინაციას“,- განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა განმარტა, ვაქცინის მოწოდების ვადამ ერთი კვირით გადმოიწია, შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინას შაბათიდან, 13 მარტიდან ელოდებიან.

აგრეთვე იხილეთ:

🔶საქართველო პირველად AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს

🔶13 მარტიდან საქართველოში ვაქცინა შემოვა