მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინებისთვის ალერგიული რეაქცია დამახასიათებელია“ - ზოიძე ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფაქტზე

ჯანდაცვის ექსპერტი
1616073408
COVID-19

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ექიმი აკაკი ზოიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში ახალციხეში, კოვიდვაქცინაციის შემდგომ მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა.

აკაკი ზოიძის თქმით, საუბარია ანაფილაქსიურ შოკზე ანუ ალერგიულ რეაქციაზე.

ზოიძის განმარტებით, ალერგიული რეაქცია ზოგადად ვაქცინებისთვის დამახასიათებელია და კონკრეტულად ასტრაზენეკას ვაქცინისთვისაც.

„რამდენადაც ვიცი ანაფილაქსიურ შოკზეა საუბარი. ეს არის ალერგიული რეაქცია, რომელიც სტაციონარში მოხდა. ალერგიული რეაქცია დამახასიათებელია ზოგადად ვაქცინებისთვის და კონკრეტულად ამ ვაქცინისთვისაც.

1 მილიონი რომ აიცრას, იქიდან 6 ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც, ვაქცინაციის დროს კლინიკაში ადამიანს 15 წუთი აყოვნებენ. თუ რეაქცია იქნება, მზად არიან. ყველა ვაქცინაციის პუნქტს აქვს შესაბამისი საშუალებები ეს არის ანტიალერგიული პრეპარატები, რომ მოხდეს ალერგიული რეაქციის მოხსნა. წესით სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს.

მთელ მსოფლიოში არცერთი სასიკვდილო შემთხვევა არ ფიქსირდება. 300 მლნ ადამიანია აცრილი, ასეთი ალერგიული რეაქციები იყო, მაგრამ შედეგად არცერთხელ არ დაფიქსირებულა მძიმე გართულება, რომელსაც შესაძლოა, მოჰყოლოდა ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი. ანაფილაქსიურ შოკს თავისი ტაქტიკა აქვს როგორ უნდა უმკურნალო“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

კითხვაზე ახალციხის შემთხვევა ანტივაქსერულ კამპანიაზე ხომ არ იმოქმედებს? აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ალბათ, იმოქმედებს.

„ალბათ იმოქმედებს. მოქალაქეებისთვის არის ასახსნელი, რომ ეს მოსალოდნელი იყო“, - დასძინა აკაკი ზოიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „შესაძლოა, იყოს ემოციური მდგომარება“ - ენდელაძე ახალციხეში კომაში ჩავარდნილ ვაქცინირებულ პაციენტთან დაკავშირებით