მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ შეიძლება იყოს კორონავირუსის რეინფიცირების კანდიდატი? - ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1608541681
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდგომ პერიოდზე, რეინფიცირებასა და ვირუსის რეაქტივაციაზე საუბრობს.

ჟურნალისტის კითხვაზე შემდგომი პერიოდი აჩენს ძალიან ბევრ შეკითხვას, თუ რამდენ ხანს აძლევს იმუნიტეტი გარანტიას ორგანიზმს და ასევე რამდენად ხშირია რეინფიცირება?

„ამაზე პასუხი არ აქვთ. აქვთ მხოლოდ ვარაუდი. მსოფლიოში რამდენიმე ათეული შემთხვევაა რეინფიცირების. უფრო სწორედ მეტია ცნობა, რომ ადამიანის რეინფიცირება მოხდა, მაგრამ მერე როდესაც გადაამოწმებენ აღმოაჩენენ, რომ პირველ შემთხვევაში არ იყო ტესტი გაკეთებული. შესაძლოა ბოლომდე არ იყო განკურნებული.

ანუ დადასტურებული რეინფიცირების შემთხვევა, როდესაც ერთხელ მართლა გადაიტანა და მეორეჯერ მართლა დაემართა ვირუსი, ასეთი არის 3 ათეული ან ცოტა მეტი მსოფლიოში.

საქართველოშიც ჩნდება ასეთი სიგნალები, რომ მეორედ დაემართათ, მაგრამ ერთი თუ ორი შემთხვევა ვნახეთ ისეთი, რომ მართლაც ჰგავს რომ რეინფექცია მოხდა. სხვა შემთხვევაში არ არის მყარი მტკიცებულება იმისი, რომ ორჯერ მოხდა.

მაინც ითვლება, რომ გადატანილი დაავადება იმუნიტეტს ტოვებს, მაგრამ არა 100%-ში. ზოგიერთ გადატანილ პაციენტებში შეიძლება არ დატოვოს ან დატოვოს სუსტი იმუნიტეტი. ამბობენ, რომ მწვავე და მძიმე ფორმებში იმუნიტეტი რჩება უფრო გამოხატული, თუმცა ეს კორელაცია დამტკიცებული არ არის. შეიძლება პაციენტს დარჩეს მყარი იმუნიტეტი, ვიღაც შეიძლება სუსტი იმუნიტეტი დარჩეს და ვიღაცას საერთოდ არ დარჩეს. ის ვისაც არ დარჩება იმუნიტეტი, ის რეინფიცირების კანდიდატია, ხოლო ვისაც იმუნიტეტი დარჩება მათ წესით ვირუსი არ უნდა დაემართოთ“, - განაცხადა ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

კითხვაზე რამდენი ხანი იცავს იმუნიტეტი ადამიანს? ცერცვაძე აცხადებს, რომ მინიმუმ 3 თვე იცავს.

„არსებობს მოსაზრება 6 თვის და 9 თვის შესახებაც, მაგრამ სამი თვე მაინც იცავს“, - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ვირუსის რეაქტივაციას, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ბოლომდე არ არის შესწავლილი.

„რეაქტივაცია ჰქვია, როდესაც პაციენტი ან ექიმი თვლის, რომ პაციენტი განიკურნა და ამ დროს ვირუსი ორგანიზმში შენარჩუნებულია. ძირითადად, კუჭნაწლავის ტრაქტში მეტხანს ძლებს. სასუნთქ გზებში შედარებით ნაკლებ ხანს, მაგრამ შეიძლება იქაც გარკვეული პერიოდი დარჩეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან კარანტინს გაივლის

ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები