მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1608538613
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი თვისებები ბოლომდე არ იქნება შესწავლილი, ამან შესაძლოა დამატებით პრობლემები შექმნას. 

ექიმის თქმით, დღეის მონაცემებით ახალი შტამით გამოწვეული დამძიმებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

„თუ შენ ახალი მუტაციური ვარიანტის თვისებები ბოლომდე არ იცი, ამან შეიძლება დაგაყენოს პრობლემის წინაშე, იგივე დაამძიმოს პაციენტების მდგომარეობა და ჩნდება კითხვა ვაქცინაციას, რომელსაც ევროპის ქვეყნები აკეთებენ, ეს ხომ არ იქნება ვაქცინის უეფექტობის საფუძველი?

არავითარი კლინიკური მინიშნება, რომ თუნდაც ბრიტანეთში და ინგლისის რომელიმე ნაწილში დაუმძიმდათ პაციენტები ან პირიქით ბევრი პაციენტია, დღეს არ არსებობს“, - განაცხადა ექიმმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 19 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონსა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი რეგულაციები დააწესა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

თურქეთში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის გამოყენებას იწყებენ

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?