მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3.1969 - ლარი მყარდება

ლარი მყარდება

ლარი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, თბილისის დროით 11:00 საათზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1969-მდე შემცირდა, რაც 1 კვირის წინანდელ პიკთან შედარებით 33 თეთრით ნაკლებია.

ლარმა მკვეთრი ვარდნა 11 მარტიდან დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაუფასურების 8 რეკორდი მოხსნა. იმავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სამჯერადი ინტერვენციის შედეგად $100 მლნ-ს სავალუტო რეზერვები გაყიდა.

ობიექტურ მიზეზებთან ერთად ლარის გაუფასურებაში დიდი იყო პანიკის წილიც, რის გამოც 26 მარტიდან კურსმა ისევ გამყარება დაიწყო. 2 აპრილის ოფიციალური კურსი 3.2413-ს შეადგენს და მიმდინარე კურსს 4.44 თეთრით აღემატება.