მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეკონომიკის სიკვდილია“ - შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაცია

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

„დღეს, ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროზე იქნება განხორციელებული ან როგორი იქნება, ეს არის ეკონომიკის სიკვდილი.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს მთავრობას, ხელისუფლებას ძალიან კარგად აქვს გააზრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე გადადგმული ნაბიჯები იქნებოდა.

აქ არის 2 დიდი პრობლემა, პრობლემა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას არ შეუძლია იმაზე მეტი აიტანოს, ვიდრე რეალურად მას დღეს მობილიზაცია აქვს და მეორე, გამყრელიძის ფაქტორი, რომელსაც ყოველთვის უნდა პასუხისმგებლობა დააკისროს საზოგადოების სფეროს იმ ვითარებაში, რა ვითარებამდეც მივდივართ“, - აღნიშნა რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ბატონი გამყრელიძის მოსაზრებები არ შველის ამ სიტუაციას, აუცილებელია ვაქცინაცია.

შეგახსენებთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, ერთი კვირის მაჩვენებელი კი 4%-ს გადასცდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ლოკალური შეზღუდვების საკითხი შესაძლოა დადგეს

👉 „რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ვირუსის პიკი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება“

👉 პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან დიალოგი