მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

OPEC-ის შეთანხმება ძალაში შევიდა, ნავთობის ფასი კვლავ $30-ს ქვემოთ ნარჩუნდება

მოპოვება რუსეთში

OPEC+ ქვეყნების შეთანხმება, რომელიც ნავთობის მოპოვების 10%-იან შემცირებას ითვალისწინებს. ძალაში შევიდა. „შავი ოქროს“ ფასი გაიზარდა, თუმცა იანვრის ფასებთან შედარებით ღირებეულებს 2.7-ჯერ, 3.4-ჯერ ნაკლებია.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებულმა კარანტინმა 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებში გამოკეტა. რეგულარული საერთაშორისო ფრენები თითქმის ნულამდე დავიდა. მკვეთრად შემცირდა საავტომობილო მოძრაობა. გაჩერდა წარმოება. ამ ყველაფერმა ბუნებრივია ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა, რამაც თავის მხრივ მისი ფასი დააგდო. გასათვალისწინებელია მარტში საუდის არაბეთსა და რუსეთს, ორ ყველაზე დიდ ექსპორტიორს შორის წარმოების შემცირებაზე ჩაშლილი მოლაპარაკებაც დაემატა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი XXI საუკუნეში პირველად $20-ს ჩაოსცდა. ამერიკული მსუბუქი ნავთობის ისტორია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა მისმა ღირებულებამ -$38 შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია. ფასი მინუსში ადრეც გასულა, მაგრამ არა ამ მოცულობით.

დღეს WTI-ის ფასი $19-ს შეადგენს, Brent-ის $27, რუსული ურალის ნავთობის კი 21 დოლარს. 

წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული ეროვნული ვალუტა 21%-ით გაუფასურდა და ახლა $1 75 რუბლი ღირს.

ფასების კლება საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე დაგვიანებით, მაგრამ მაინც აისახა. ბრენდულ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 30-35 თეთრით შემცირდა, არაბრენდულზე უფრო მეტით.