მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ მიიღებს მთავრობისგან 100-ლარიან დახმარებას?

ასლარიანი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით მთავრობისგან მოქალაქეების დახმარების ახალი ეტაპი ამოქმედდა. 

„ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა.

ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100-ლარიანი დახმარება.

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენა მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ.

„მთავარია ის, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს.

მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

👉 ინფორმაციისთვის, 8 იანვრიდან საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ეტაპი დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მაჭავარიანი: ძალაში შედის უმუშევრად დარჩენილებისთვის 1200 ლარიანი დახმარება

👉 გიორგი გახარია: დაიწყო აღრიცხვა იმ ადამიანების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ

👉 ივანე მაჭავარიანი: კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა