მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლარის გამყარების შესაძლებლობა კიდევ არის“ - ოთარ ნადარაია

„ლარის გამყარების შესაძლებლობა კიდევ არის“

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სატელევიზიო ეთერში ლარის სწრაფ გამყარებას აფასებს და აცხადებს, რომ კიდევ არის ლარის გამყარების შესაძლებლობა.

„ჩვენ გაუმჯობესებული ეკონომიკური სიტუაცია გვაქვს როგორც შემოდინებების კუთხით, ასევე, ზრდის მიმართულებით. რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც უკვე აღვნიშნე, შემოდინებები ძალიან მაღალია, ექსპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ასევე, ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა 2019 წლიდან.

რეფინანსირების 9.5%-მდე აწევამ, ხელი შეუწყო საბანკო სექტორის მხრიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდას.

აპრილში, სავალუტო სესხები გაიზარდა. სავალუტო სესხები რისკია, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ეს არის იგივე, რაც ინტერვენცია, ანუ დოლარის მიწოდება. წინასწარი მონაცემებით ვფიქრობ, რომ მაისში უფრო მაღალი იქნება სავალუტო სესხების მაჩვენებელი.

კორპორაციული სესხების აღდგენა ყოველთვის სავალუტო სესხების აღდგენაც არის, მსხვილი ბიზნესი ძირითადად უცხოურ ვალუტაში ოპერირებს.

უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფერ ამაში მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის როლი იმ გაგებით, რომ ძალიან გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა. ანუ ჩვენ გვაქვს ტენდენცია, როცა ლარი გაძვირდა და პარალელურად დოლარი, ევრო იაფდება.

რაც შეეხება, რამდენად მდგრადია ეს გამყარება, ეფექტურ კურსს და ამ საზომს თუ შევხედავთ, ნამდვილად იყო გამყარების პოტენციალი, რადგან ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული.

შეიძლება ითქვას, რომ კიდევ არის ლარის გამყარების შესაძლებლობა, თუმცა, დავამატებდი, რომ თურქული ლირა მაინც საყურადღებოა“ - აცხადებს ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

ცნობისთვის, ლარმა გამყარება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 30 თეთრით გამყარდა. ექსპერტები ამას შეზღუდვების შემსუბუქებით და ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის აღდგენით ხსნიან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩვენ გვჭირდება არა ძალიან მყარი-მსუბუქი, არამედ სტაბილური ლარი“