მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ბაქრაძე - „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და არ გააჩნია ხალხის ნდობის მანდატი

დავით ბაქრაძე

ეგზიტპოლების შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე ამბობს, რომ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

“ყველა ეგზიტპოლის შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში. მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე.

ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ მიმართა „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში, ვინაიდან, მისი თქმით, მათ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ბოლომდე უნდა იყვნენ უბნებზე, იბრძლონ და დაიცვან თითოეული ხმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

მელია: ირაკლი კობახიძის ნომერი მოვიპოვე და ვაპირებ დაკავშირებას

სააკაშვილმა პრემიერობაზე უარი თქვა

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.