მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ 54.72%, ენმ 23.61%, „ევროპული საქართველო“ 3.99% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაცხადა.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ - 54.72%

🔴„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 23.61%

🔴„ევროპული საქართველო“ – 3.99%

🔴„გირჩი“ – 1.91%

🔴„ლელო“ – 2.66%

🔴„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.46%

🔴„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.34%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ – 0.92%

🔴„მოქალაქეები“ – 0.93%

დათვლილია უბნების 28.2%.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 უზბეკეთსა და ჩინეთში „ქართული ოცნება“ იგებს - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

🔵 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს - ირაკლი კობახიძის ინფორმაცია

🔵 Ipsos: ვინ ლიდერობს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში