მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე ოპოზიციის დაგეგმილ აქციაზე: მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

დღეს, 8 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს დაგეგმილი აქცია რეალურად არავითარი რისკის შემცველი არ არის, გარდა იმისა, რომ კორონავირუსი გავრცელდეს.

„მათ ბათუმიდან სხვადასხვა რაიონებში მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება და ახლა იგივეს აპირებენ თბილისიდან სხვა რაიონებში. ეს არის ამ პოლიტიკური ძალის სახის მაჩვენებელი, ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს.

მათ აქვთ დაგეგმილი დაახლოებით 12 000 ადამიანის შეკრება, თუმცა ჩვენი მონაცემებით ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

აგრეთვე მისი თქმით, ოპოზიციის გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია.

📌 ინფორმაციისთვის, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

📌 დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას გამართავენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციის აქციაზე საუბრობს