მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმას არ დაუშვებს

თალაკვაძე ეუთო-ოდირთან შეხვედრის შემდეგ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმას.

ამასთან, თალაკვაძე 4 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა.

„ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მთავარი დემოკრატიული „ლოზუნგი“ არის, ის რომ „არჩევნებში სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ ის, არ არის დემოკრატიული“. ანუ ეს არის მათი პრეზუმფცია, ისინი ამბობენ, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებენ ის არ არის დემოკრატიული. ასეთი მიდგომა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა გუშინ ცესკოსთან.

ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას, საქართველოში გადაწყვეტილებებს საზოგადოება იღებს მხოლოდ არჩევნების გზით. თუ ვინმეს აქვს პროტესტის სურვილი, თუ ვინმეს სურს, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს ამისთვის არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები და ამ კანონმდებლობას ვერავინ ვერ გასცდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კანონდარღვევით ვინმემ სცადოს საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

🔴 ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კობახიძე: 1 პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასე არ იქნება

თალაკვაძე: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს