მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს

ქართული ოცნების წევრი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მკაფიოდ გაიმეორეს შეხვედრაზე, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ძალიან კონკურენტული იყო.

„მათ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გაიმეორეს ამ შეხვედრაზე, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო მოსაზრება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს. იმ შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აცხადებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა პირველ რიგში „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ასევე პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს, რასაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია გამოაცხადებს და უკვე ეს საზოგადოებისთვის ცნობილია“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, არჩილ თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კანონის დარღვევით „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე ხშირ შემთხვევაში თავდასხმას, იყო არალეგიტიმური ჩარევა, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და კანონის დარღვევით „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები ობიექტურად აფასებენ“, - დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

🔴 ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ინაშვილი: ვერანაირი გარემოებით ვერ აიხსნება „პატრიოტთა ალიანსს“ როგორ უნდა ჰქონოდა 3%

თინა ბოკუჩავა: მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები არ გვჭირდება