მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდშიც მეორე ტური შეიძლება გაიმართოს

ზუგდიდის წინასწარი შედეგები

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდშიც მეორე ტურია მოსალოდნელი. პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს 46,14 %, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას ხმების 37,97 % აქვს.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ გიგი უგულავას, მას ამომრჩეველთა ხმების 7,81% აქვს.

აღნიშნული მონაცემები ზუგდიდში 23 უბნის შედეგებია, სულ ქალაქში 109 უბანი იყო შექმნილი.

მეორე ტურია მოსალოდნელი კიდევ 5 რეგიონის მაჟორიტარულ ოლქებში სადაც არც ერთ კანდიდატს, ამ დროისთვის ხმების 50%-ზე მეტი არ აქვს.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉 პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.