მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უდუმაშვილი: მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციას ვიწყებთ

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესი და იმ საჩივრებზე რეაგირება, რომელიც დაწერილი იყო.

„ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციას ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე, იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ, უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴ბოკერია: ამომრჩეველთა უმრავლესობამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი

🔴„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს

🔴არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)