მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უსუფაშვილი: „ლელოს“ საკმაოდ საინტერესო შედეგები აქვს

შენების მოძრაობის ლიდერი, 2020

„ჩვენი მონაცემებით ჩვენ საინტერესო შედეგები გაქვს, ბევრ ადგილას და მთელ საქართველოში“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეგზიტპოლების შედეგების გათვალისწინებით პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია.

„ეს მორიგ ჯერზე იყო არა არჩევნები, არამედ საძალაუფლებო ბრძოლაში შესული სახელისუფლებო სისტემა. ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე მთელი სახელმწიფო ძალაუფლება ჩართო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მსახურებაში.

ამ ვითარებაში დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხეთ ჩვენი სათქმელის მიტანა ამომრჩეველთან. ჩვენი მონაცემებით გვაქვს საკმაოდ საინტერესო შედეგები ბევრ ადგილზე და მთელ საქართველოში, მაგრამ ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ მონაცემებს. ყველა ეგზიტპოლი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. ამაზე დაყრდნობით ჩვენ ვერანაირ დასკვნას ხვალინდელ პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. ჩვენი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ოფიციალურ მონაცემებზე“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ მმართველ გუნდზე გაიმარჯვა

🔴„ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

🔴„ქართული ოცნება“52.26 %, ენმ 25. 33% - „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი