მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშაძე: ეროვნული ერთობა მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ

ახალი საქართველოს ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ მიმართავს მხარდამჭერებს და მოუწოდებს კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანია ისე როგორც არასდროს.

„უმნიშვნელოვანესი დღეა, ამ ხელმოწერის დოკუმენტით საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ოპოზიცია ერთიანია. ყველას მინდა ვთხოვო, კვირას, 15:00 საათზე აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, რომ ეს დიდი ეროვნული ერთობა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, მთელ საქართველოს, ყველას აბსოლუტურად იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული დემოკრატიისთვის, საქართველოს აღმშენებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

🔴 ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე“ - ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს

👉საყვარელიძე: ვადამდელმა არჩევნებმა ოპოზიციას შეიძლება უარესი შედეგი მოუტანოს

👉 ბაქრაძე: ამ არჩევნების შედეგად ლეგიტიმური პარლამენტი ვერ შეიქმნება