მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქრაძე: ამ არჩევნების შედეგად ლეგიტიმური პარლამენტი ვერ შეიქმნება

დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ვერ შეიქმნება ლეგიტიმური პარლამენტი.

დავით ბაქრაძის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვანია და თანხმდება იმაზე, რომ არ შევიდეს პარლამენტში.

„ყველა ხელმომწერი პარტია და არამხოლოდ ისინი ვინც ბარიერი გადალახა, არამედ მთელი ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგად ვერ შეიქმნება ლეგიტიმური პარლამენტი.

ბარიერგადალახული პარტიები, ვისაც ადგილი ეკუთვნის პარლამენტში თანხმდებიან იმაზე, რომ ისინი უარს ამბობენ საკუთარ მანდატებზე და შესაბამისად, უარს ამბობენ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობაზე.

ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნაა ქვეყანაში გაიმართოს ახალი არჩევნები, სადაც დაცული იქნება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თინა ბოკუჩავა: მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები არ გვჭირდება

👉ლუკა კურტანიძე ნინო ბურჯანაძეს: რა სინდისმა მოგცათ უფლება, მკვლელებთან ერთად იდგეთ?

👉არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)