მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვიჩია ვაშაძის განცხადებაზე: ჩვენც გვჯერა, რომ მოლაპარაკებას და საუბარს ალტერნატივა არ აქვს

გირჩის წევრი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

იაგო ხვიჩია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს თუ რას ნიშნავს გრიგოლ ვაშაძის განცხადება.

- როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს გრიგოლ ვაშაძის განცხადება, მოუწოდებს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს, რომ შევიდნენ პარლამენტში?

- წარმოდგენა არ მაქვს. რაც ბატონმა გრიგოლმა თქვა, რომ ვილაპარაკოთ უცხოელ დიპლომატებთან ერთად, ჩვენც გვჯერა რომ მოლაპარაკებას და საუბარს ალტერნატივა არ აქვს, ისევე როგორც გვჯერა, რომ ამ მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და ძლიერი.

ჩემი აზრით, თუ რას გულისხმობს გრიგოლ ვაშაძე, იყო თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია და ა.შ. უფრო კომპეტენტური იქნება თავად გრიგოლ ვაშაძის და ნაცმოძრაობის დანარჩენი ლიდერების შეფასებები.

ჩვენი პოზიცია ახლაც და მერეც უცვლელია.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ჩვენ ვართ ოპოზიციის ერთიანობის მომხრე და ის უნდა მონაწილეობდეს დიალოგებში.

- ანუ თქვენც ეთანხმებით გრიგოლ ვაშაძეს, რომ აუცილებელია მოლაპარაკება?

- მოლაპარაკება, რომ უნდა ყოფილიყო სანამ გრიგოლი იტყოდა მეც ვიძახდი. ისევე როგორც ვამბობდი, რომ გადავთვალოთ ოქმები და ა.შ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია შეიძინოს ამ არჩევნებმა.

დანარჩენში მე რა უნდა დავეთანხმო? ჯერ საინტერესოა მისი პარტიის წევრები დაეთანხმებიან თუ არა, რომ კომენტარის გაკეთებას აზრი ჰქონდეს.

უნდა გავარკვიოთ ეს ერთი ადამიანის აზრია თუ პარტიის პოზიცია. გასააზრებელია გარკვეული დეტალები, ამაზე დისკუსია შეიძლება დაიწყოს. გრიგოლი შემთხვევით არ გაავრცელებდა განცხადებას.

ამიტომ მე ველოდები სიტუაციის განვითარებას. როგორც გითხარით ჩემი პრინციპების ფორმულა ასეთია, ლაპარაკს ალტერნატივა არ გააჩნია, ისევე როგორც ალტერნატივა არ აქვს ოპოზიციის ერთიანობას და ძლიერებას.

- თუ კი მისი თანაპარტიელები გრიგოლ ვაშაძეს დაეთანხმებიან, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

- თუ კი ნაციონალუირი მოძრაობა პარლამენტში შევა და ასეთი ფაქტი დადგება, ჩემს კოლეგებს უნდა დაველაპარაკო ოპოზიციაში, როგორ შეიძლება მოვიქცეთ და რა შეიძლება იყოს სწორი. წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება.

გთავაზობთ გრიგოლ ვაშაძის განცხადებიდან მცირე მონაკვეთს 👇

„აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

🔊 შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად გრიგოლ ვაშაძის განცხადება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

👉 ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე