მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ

პატიმრობაში დატოვების გასაჩივრება

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები დაკავებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„დავიწყეთ მუშაობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გასაგზავნ საჩივარზე, რომელიც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ და დაუსაბუთებლად გამოყენებაა, რომლითაც დაირღვა ივერი მელაშვილის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება“, - განაცხადა უფლებადამცველმა ედუარდ მარიკაშვილმა.

მისი თქმით, საქმეში პოლიტიკური ფიგურების არსებობა და მათი ჩვენებები მოწმობს, რომ პროცესს პოლიტიკური მოტივი აქვს.

„მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონო და დაუსაბუთებელია. საქმეში ნატალია ილიჩოვას მიმართ პატიმრობის გამოყენების არავითარი საფუძველი არსებობდა. ფაქტი ერთია, რომ რასაც აკეთებდნენ ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი, ის იყო კანონისმიერი მოქმედება და იყენებდნენ იმ რუკებს, რომელთა გამოყენებაც მათ ევალებოდათ და არაფერი დამალული არ ყოფილა", - აღნიშნა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

🛑 ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

🛑 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

🛑 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.