მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: ასლან ვაშაყმაძე პოლიციაზე თავდასხმის ფაქტს არ აღიარებს

დაკავებულია ასლან ვაშაყმაძე

როგორც ასლან ვაშაყმაძის ადვოკატი ზაურ კინტირაია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არავის დასხმია.

ადვოკატი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ სამართალდამცველებსა და ვაშაყმაძეს შორის დაპირისპირება უწყების ჩაბარების დროს მოხდა.

„დაკავებულია ამბობს, რომ არანაირი თავდასხმა არ განუხორციელებია პოლიციის თანამშრომლებზე. ასლან ვაშაყმაძე ამ ქმედებას არ აღიარებს“, - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

ცნობისთვის, დღეს, 2 დეკემბერს შსს-მ ასლან ვაშაყმაძე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასლან ვაშაყმაძე ხალხს სამართალდამცველების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 შსს-მ ასლან ვაშაყმაძე დააკავა

👉 ამ უბადრუკის მუქარას სამართლებრივი შეფასება მიეცემა - ვოლსკი ასლან ვაშაყმაძეზე