მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ უბადრუკის მუქარას სამართლებრივი შეფასება მიეცემა - ვოლსკი ასლან ვაშაყმაძეზე 

გამარჯვებული საქართველოს წევრი და „ქართული ოცნების“ ლიდერი

„ამ უბადრუკი ადამიანის მუქარას სამართლებრივ შეფასებას მისცემენ“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას სამართალდამცველების მიმართ. 

მისი თქმით, ასლან ვაშაყმაძის რიტორიკა გაერთიანებული ოპოზიციის შინაარს გამოხატავს.

„ფაქტია, მისი ეს ტექსტი, რიტორიკა გამოხატავს იმ შინაარს, რაც გააჩნია საერთო ოპოზიციურ გუნდს, ვინაიდან მათი ლიდერი იყო, არის და მომავალში იქნება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც არანაკლებ მძიმე განცხადება გააკეთა, მე ვიტყოდი უფრო მძიმე განცხადება. ერთიც უბადრუკია და მეორეც“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასლან ვაშაყმაძე ხალხს სამართალდამცველების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს.

ასლან ვაშაყმაძე სავარაუდოდ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც მიმდინარე აქციაზე პოლიციელებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

„დღევანდელი პოლიცია საერთოდ სახე დაკარგულია. ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ, თავი უნდა გავუჩეჩქოთ, დანარჩენებისთვის ეს მაგალითი იქნება, რომ ხალხზე ხელი ვეღარ ასწიონ. ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ და სამუდამოდ ინვალიდი დავტოვოთ. მოვტეხოთ ხელი, ფეხი, მენჯი, გადავტეხოთ წელში. გადმოდიან ძალადობაზე? გადავიდეთ ძალადობაზე. რა გვჭირს ხალხო, რისი გვეშინია, წყლის ჭავლის გვეშინია? რამდენი მანქანა ჰყავთ, დავწვათ, ავაფეთქოთ, გავანადგუროთ“,- ამბობს ვიდეო მიმართვაში ასლან ვაშაყმაძე, რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს

🔴ბათუმში აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დააკავეს (ვიდეო)