მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: მას შემდეგ რაც FBI-სთან დაკავშირება ვცადე, დამირეკეს და მითხრეს, რომ კომპიუტერი გახსნეს

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

„მას შემდეგ რაც აშშ-ის ფედერალურ ბიუროსთან დაკავშირება ვცადე, დამირეკეს და მითხრეს, რომ კომპიტერი გახსნეს“, - ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რამიშვილის თქმით, მას საგამოძიებო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კომპიუტერის კოდი აქვთ. ადვოკატი ამბობს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის პერსონალური კომპიუტერი გახსნილი დახვდა.

„განცხადება გავაკეთე თუ არა, დამიკავშირდნენ, ჩვენ უკვე შევძელითო, კოდს მივაგენით და შეგვიძლია გავხსნათო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, კომპიუტერი იყო გახსნილი, „ლუქი“ იყო ამოღებული, გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს. ჩემს კითხვაზე თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მათი განმარტება იყო ასეთი, რომ კოდს მიაგნეს. მითხრეს კოდი გვაქვს, მაგრამ კომპიუტერში არ შევსულვართო“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.