მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აქ არ ვეძებთ სამართალს, სამართალს ვიპოვით სტრასბურგში“ - შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მშობელი

პროტესტი მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე

„არ ვაპირებ ჩემი შვილი 16 წელი ციხეში იყოს უდანაშაულოდ და დამნაშავემ (თუ არსებობს საერთოდ) გარეთ იაროს,“ - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დედამ განაცხადა.

„ეს არის შეკერილი საქმე, თვითონ ვერ გამოიძიეს, ვერ გახსნეს საქმე და გადააბრალეს ამ ბიჭებს, ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების და ვინმე გარეწარი ჩიტიძის წერილის ნიადაგზე,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი ბრალდებულის მშობელი.

ბრალდებულთა მშობლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

„ჩვენ ამას გავაპროტესტებთ, ვიბრძოლებთ სამართლებრივად. აქ არ ვეძებთ სამართალს, სამართალს ვიპოვით სტრასბურგში,“ - აცხადებენ ისინი.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვნის - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასამართლო დღეს გამოაცხადებს.