მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს და არ იტყვის, რომ ჩემი კოლეგა დამნაშავეაო

ბაჩალიაშვილის დედა

„მილიონი კითხვა დავსვი და გამოძიებამ ერთ კითხვაზეც კი არ მიპასუხა, რატომ არის თამუნას ცხედარი სხვა მაისურში ნაპოვნი, სად წავიდა დრონის ჩანაწერები, რატომ წაიშალა თამუნას ფეისბუქი, რატომ არ აღმოჩნდა სხვა ინფორმაცია კომპიუტერში. ამიტომ ვითხოვდი ფედერალური ბიუროს ჩართვას, რადგან ისინი არაფრის გამომძიებლები არ არიან. ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევას და არ იტყვის, რომ ჩემი კოლეგა დამნაშავეაო, ერთმანეთს არ გაწირავენ და არც წირავენ“,- ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა სატელევიზიო ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ადმინისტრაციისგან შეხვედრის თხოვნაზე ოჯახთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

„არ გამომხმაურებიან და აღარც მჭირდება. უკვე ყველაფერი ნათელია ჩემთვის. მკვლელის დამფარავი ორმაგად მკვლელია“,- აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვა ითხოვეს.

23 წლის პროგრამისტის კომპიუტერში არსებული მასალების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ლეპტოპში მხოლოდ ფოტო და ვიდეომასალა იყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუტარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.