მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა

ადვოკატი, უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი.

„გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იმყოფებოდა, შესაბამისად ავტომობილი გაიხსნა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებშიც ექსპერტები არიან ჩართული. შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, მე ექსპერტების მიმართ ნდობა არ მაქვს, შესაბამისად საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან",- ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი გოგოს ავტომობილი მწყემსმა იპოვა და ამ დროისთვის ვერ იქნება საუბარი იმაზე, აქვს თუ არა გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები.

„ამ დროისთვის დაზიანებებზე საუბარი შეუძლებელია. მე ვაკონტროლებ ყველაფერს და უყურადღებოდ არცერთი დეტალი არ დარჩება. არ ვენდობი გამოძიებას და არსებობს უამრავი კითხვა, მაგალითად რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა, რომელიც პოლიციას უნდა ეპოვა“,- აღნიშნა უფლებადამცველმა.

ადვოკატის განცხადებით, ის ჯერჯერობით არაფერს გამორიცხავს, მათ შორის იმას, რომ მანქანა ხუთი დღის განმავლობაში იმ ადგილას არ იყო გაჩერებული, სადაც პოლიციამ ნახა.

5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.