მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: საქმეში გენერალური პროკურორი უნდა ჩაერთოს

უფლებადამცველი

გაურკივეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს გენერალური პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. რამიშვილის აცხადებს, რომ ოჯახი საქმეში ლოდინის რეჟიმი არ იქნება.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი იმის შემდეგ მოხდა, რაც პირადად მივმართე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წერილობით. მქონდა კომუნიკაცია, რომ ჩართულიყო ფედერალური ბიურო და შესაბამისი წარმომადგენლები, მაგრამ ეს ამათი მხრიდან მხარდაჭერას არ ნიშნავს. ამაში უნდა ჩაერთოს მთავარი პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. დღეს ხელმძღვანელობას შევხვდებით ალბათ, მაგრამ ამის შემდეგ მთავარი იქნება შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან. ზუსტი დრო, ზუსტი ვადები, არ მინდა იყოს ნათქვამი „მოდი დაველოდოთ“ და ასე შემდეგ. არანაირი ლოდინის რეჟიმი არ იქნება“, - აღნიშნა რამიშვილმა.

რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, რამიშვილი ამბობს, რომ მას დაკითხვაზე არ დაყვებოდა.

თუმცა უფლებადამცვველმა აღნიშნა, რომ, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ლობჟანიძე მასთან ერთად იყო.

„დაკითხვებზე მე არ დავყვებოდი ბაჩანას, უბრალოდ გამაცნეს, რომ იყო თამუნას მეგობარი. მასთან მქონდა კომუნიკაცია, მითხრა, რომ კარგად იცოდა კომპიუტერი. ჩვეულებრივი კომუნიკაცია მქონდა, წაყვანილი მყავდა ექსპერტიზის ბიუროში საუბრობდა კომპიუტერთან მიმართებაში თუ რა გამოცდილება ჰქონდა. მასსა და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს შორის იყო საუბარი, გარკვეული თავისი პოზიცია ჰქონდა, გარკვეულ უნდობლობასაც უცხადებდა, ექსპერტიზასაც ჰქონდა მის მიმართ დამოკიდებულება, რომ თითქოს მან არ იცოდა რაღაცები“, - დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვა ითხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.