მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუას ძმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს

შსს, საპატრულო

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა საცხოვრებელი სახლიდან გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, მათთვის უცნობია სად იმყოფება ბადრი ესებუა.

ადგილზე მისულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, რომელიც სავარაუდოდ ესებუას ოჯახის წევრებს დასჭირდა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე ყოფილი სამხედრო პირი ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.