სამართალი

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდათ

შსსმ ბათუმში ნარკოტიკი ამოიღო
19:32 28.04
დაკოპირებულია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება:

„2020 წლის 28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს ვ.ც-ს და დ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ქვეყნებში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანეს და ინახავდნენ 40 კილოგრამამდე (38.147 კგ) ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული დანაშაული1 5-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. ვ.ც-ს და დ.მ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვ...
23 წუთის წინ
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ერთი თვის მოგების სტატისტიკას აქვეყნებს. ერთი თვის განმავლობაში 24 ა...
30 წუთის წინ
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ...
34 წუთის წინ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა. ახალი...
40 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრა საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინი...
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური...
44 წუთის წინ
საქართველოს 4 ქალაქში უმაღლესსა და პროფე...
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს 4 ქალაქში უმაღლეს...
14:21
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენ...
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახე...
14:15
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე...
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკ...