მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაზე უცხო დნმ ამოვიდა

არჩილ გაგნიძის სახაზინო ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატების განცხადებით, გარდაცვლილის წელის ჩანთის ექსპერტიზა დასრულდა. ექსპერტიზის შედეგად ჩანთაზე ორი დნმ ამოვიდა, რომელთაგან ერთი გარდაცვლილს ეკუთვნის, ხოლო მეორე ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის სახაზინო ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა აღნიშნა, უცხო დნმ ბრალდებული 17 პირიდან არც ერთის დნმ-ს არ ემთხვევა.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩანთაზე ამოვიდა თავად გარდაცვლილისა და სხვა პირის დნმ. მეორე დნმ ბრალდებული 17 პირიდან არავის ეკუთვნის“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, პროკურატურას ჩანთის ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. საგამოძიებო უწყება სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ მიმართავს შუამდგომლობით, რომ ის საქმის მასალებს დაურთოს.

ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე დაკავებული 6 არასწულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

ინფორმაციისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა არაგვში 21 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მათგან 5-ს გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობას, ხოლო 12-ს ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.